I საერთაშორისო კონფერენცია:
„საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“


 

 

 I საერთაშორისო კონფერენცია: „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ

 

 

 

 

ცხადდება მონაწილეთა მიღება I საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, რომელიც ეძღვნება წმ. გრიგოლ ფერაძის დაბადების 120 წლისთავს.

კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი, № 1).

 

კონფერენციის თარიღი: 11-13 სექტემბერი, 2019 წ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა.

 

კონფერენციის თემატიკა:

მოხსენება შესაძლოა ეხებოდეს წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას, აგრეთვე ქართველოლოგიური დარგის ნებისმიერ საკითხს.

 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტებს, დოქტორებს და მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის პირებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, თეზისები უნდა გამოაგზავნონ (მაქს. 250 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sopio.kadagishvili@tsu.ge

 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2019 წლის15 ივლისი

 

ინფორმაციას კონფერენციაში ჩართვის შესახებ მიიღებთ ელ-ფოსტაზე, არაუგვიანეს 2019 წლის31 ივლისი.

 

წარმოდგენილი მოხსენებები, რეცენზირების გავლის შემდეგ, გამოქვეყნდება ვარშავაში გამომავალ ქართველოლოგიურ ჟურნალში “Pro Georgia”.